მომსახურება

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 მარტის №138 დადგენილებით დამტკიცებული შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მომსახურების სახეები, ვადები და საფასურები


1. სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება:
ა) 15 სამუშაო დღის ვადაში - 150 ლარი;
ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში - 250 ლარი.

2. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შემუშავება:
ა) 15 სამუშაო დღის ვადაში - 150 ლარი;
ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში - 250 ლარი.

3. სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია - ერთი საათის განმავლობაში - 50 ლარი.

4. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია - ერთი საათის განმავლობაში - 50 ლარი.

5. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების (ტექნიკური პირობები) შემუშავება:
ა) 20 სამუშაო დღის ვადაში - 400 ლარი;
ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში - 500 ლარი.

6. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება:
ა) 20 სამუშაო დღის ვადაში - 400 ლარი;
ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში - 500 ლარი.

7. შენობა-ნაგებობის (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტებისა) სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება:
ა) 1000 მ2-ის ჩათვლით ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის - 15 სამუშაო დღის ვადაში - 200 ლარი;
ბ) 1000 მ2-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური - ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე - 0.20 ლარი.

8. ობიექტისა (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას მიკუთვნებული ობიექტებისა) და სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება:
ა) 15 სამუშაო დღის ვადაში - 150 ლარი;
ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში - 250 ლარი.

9. ობიექტის (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტებისა) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით:
ა) კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია (თითოეულ კვამლსაწინააღმდეგო ვენტილატორზე, მიუხედავად მისი აეროდინამიური სქემისა):
ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი;
ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
ბ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები:
ბ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
ბ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში - 200 ლარი;
გ) ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემა:
გ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
გ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში - 200 ლარი;
დ) სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა:
დ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
დ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში - 200 ლარი;
ე) შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა:
ე.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
ე.ბ) ერთი სამუშაო დღის ვადაში - 200 ლარი;
ვ) გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა:
ვ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი;
ვ.ბ) ერთი სამუშაო დღის ვადაში - 200 ლარი.

10. სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) - ერთი აკადემიური საათი (45 წუთი) - 50 ლარი.

11. საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) – ერთი აკადემიური საათი (45 წუთი) - 50 ლარი.

12. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში სპეციალური დანიშნულების ავტოტექნიკით სიმაღლეზე სამუშაოების წარმოება - ერთი საათის განმავლობაში - 100 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ - ყოველ დამატებით კილომეტრზე - 3 ლარი.

13. შენობა-ნაგებობის საევაკუაციო გეგმის შემუშავება:
ა) 1000 მ2-ის ჩათვლით ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისთვის - 15 სამუშაო დღის ვადაში - 200 ლარი;
ბ) 1000 მ2-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისთვის მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური - ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე - 0.20 ლარი.

14. ობიექტზე ცეცხლსაშიში სამუშაოების, მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს (გარდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება გაიწევა უსასყიდლოდ), აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკითა და ეკიპაჟით მომსახურება/სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის თხოვება:
ა) ერთი საათის განმავლობაში - 100 ლარი;
ბ) 24 საათზე მეტი პერიოდისთვის – ყოველი დამატებითი საათისათვის - 50 ლარი.

15. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული, ბირთვული, ხანძარსაშიში ან/და ფეთქებადი ტვირთის გაცილება კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში, ერთი სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკითა და ეკიპაჟით - 500 ლარი;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ - ყოველ დამატებით კილომეტრზე - 7 ლარი.