საბავშვო გვერდი

კატასტროფის რისკის შემცირების ვირტუალური სიმულაციური თამაში

 

ავტორი: შპს "ნეომედია გრუპ"

აღწერა:

კომპიუტერული თამაში განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. იგი ითვალისწინებს კატასტროფის რისკის შემცირებას, პრევენციულ ღონისძიებების სწავლებასა და ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.

თამაში წარმოდგენილია ორ დონედ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის. პირველი დონე განკუთვნილია 2-4, ხოლო მეორე დონე 5-6 კლასებისთვის. კომპიუტერული თამაში მოიცავს 5 ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფას, როგორიცაა: მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ქარიშხალი და ხანძარი.