სააგენტოს დირექტორი

   ნიკოლოზ სირაძე

დაბადების თარიღი: 6 მარტი, 1972 წ.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

განათლება: 

2003 წელი – გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (სამკვირიანი გაცვლითი პროგრამა),  ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების ცენტრში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სასწავლო კურსი;

1999 წელი – ქ. ბუდაპეშტი, საერთაშორისო ტერორიზმისა და ორმაგი დანიშნულების იარაღის ტრანზიტისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სასწავლო კურსი;

1997-2002 წწ. – ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა: სამართალმცოდნე;

1992-1994 წწ. – ქ. თბილისი, ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, პირადი უსაფრთხოების და მძევალთა გათავისუფლების სპეციალური სასწავლო კურსი;

1989-1995 წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: იურისტი.

სამუშაო გამოცდილება:

2017 წლის ივნისიდან – შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი;

2015-2017 წწ. – შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, პირადი დაცვის სპეციალური სამმართველო, სამმართველოს უფროსი; 

2004-2005 წწ. – შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის ორგანიზებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, სამსახურის უფროსი;

1999-2003 წწ. – ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს პრეზიდენტის - უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური, სამსახურის უფროსი;

1998-1999 წწ. – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, უშიშროების საკითხთა სამსახური, მრჩეველი;

1994-1998 წწ. – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის ოფიცერი, დაცვის უფროსი ოფიცერი (1997 წლიდან);

1992-1994 წწ. – საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახური, ოპერატიული თანამშრომელი;

უცხო ენების ცოდნა: რუსული, უკრაინული, ინგლისური.

საჯარო სამსახურის საკლასო ჩინი: ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

სპეციალური წოდება: სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.