საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა:

შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ: NATO-ს კატასტროფებზე რეაგირების ევრო–ატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრთან; ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრთან; გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობის საკოორდინაციო ოფისთან; ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან; სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICDO) და სხვა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: საქართველოს წითელი ჯვარი; გადავარჩინოთ ბავშვები; ASB; CENN; OXFAM და სხვა. 

 

საერთაშორისო თანამშრომლობა  ,,NATO’’

შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მონაწილეობას იღებს:
  • ნატო-ს “სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კომიტეტის” (CEPC) პლენარულ სხდომებში;
  • ნატო-ს „სამოქალაქო დაგეგმარების ჯგუფის“ (CPG) შეხვედრებში;
  • ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) ეგიდით გამართულ საველე და სამეთაურო საშტაბო ვარჯიშებში;
  • ქ. ობერამერგაუში (გერმანია), არსებულ ნატო-ს სკოლაში ორგანიზებულ ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კურსებში.

 

საერთაშორისო თანამშრომლობა EU- PPRD EAST

EU-PPRD EAST წარმოადგენს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომლის მიზანია რეგიონის ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში:
  • წყალდიდობის მართვა და ევროკავშირის წყალდიდობების, ინდუსტრიული რისკების და SEVESO, მონაცემების და ინფორმაციის გაზიარება და  INSPIRE დირექტივები;
  • კატასტროფების რისკების შეფასება და ელექტრონული რეგიონალური რისკების ატლასი;
  • სტიქიისას ზარალის მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
  • კატასტროფების რისკების მართვის დაგეგმარება;
  • მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა;
  • PPRD East-ის პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა აიმაღლეს ცოდნის დონე გეოინფორმაციულ საკითხებში, გაიარეს საგანგებო სიტუაციების მართვის საბაზისო და ოპერატიული მართვის კურსები. მონაწილეობა მიიღეს რეგიონალურ და სუბ-რეგიონალურ სამაგიდო სამეთაურო ვარჯიშებში. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ რეგიონალური ფორმატის სემინარში, თემაზე: „სევესო დირექტივები - გამოცდილების გაზიარება“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი ქიმიური საფრთხის შემცირების მარეგულირებელი რეგლემენტების დაახლოებას ევროკავშრის შესაბამის დირექტივებთან.
  • 13-19 ივნისს, 31 აგვისტოს, 7-14 ნოემბერს და 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოს თანამშრომლებმა დანიაში მონაწილეობა მიიღეს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის „HNS“-ის რეგიონალურ სემინარებში.
  • 7-9 ივლისს მოლდოვაში კატასტროფებით გამოწვეული ზარალის მონაცემების დადგენის (DLD) რეგიონალურ სემინარში.

 

საერთაშორისო თანამშრომლობა

  • გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისთან (UNISDR) და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზება გაუკეთდა პოლიციის აკადემიაში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი და სპეციალურად უფლებამოსილი პირების სწავლებას თემაზე: ”შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში”.

 

საერთაშორისო დახმარება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს  აშშ-ს სამხედრო სარდლობასთან ევროპაში (EUCOM), რაც მოიცავს სხვადასხვა სახის სამაგიდო და საველე ვარჯიშებს, ასევე ორგანიზაციის დახმარებით ხორციელდება რიგი ტექნიკური დახმარების პროექტები, კერძოდ:

  • სამაშველო აღჭურვილობისა და მაღალი გამავლობის საშტაბო-სამეთაურო ავტომობილის გადმოცემა;
  • სასწავლო ადმინისტრაციული შენობის გადმოცემა   განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე;
  • სააგენტო თანამშრომლობს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “ICDO”-სთან, მათ მიერ გადმოცემული იქნა ჰუმანიტარული ტვირთები;
  • თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში ქბრბ პირველადი მორეაგირე ჯგუფებისათვის შეიძინა სხვადასხვა დანიშნულების აღჭურვილობა.  

 

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა

პროგრამის ,,პარტნიორობა ქვეყნებს შორის’’ ფარგლებში ტარდებოდა შეხვედრები კრიზისების დროს სამხედრო-სამოქალაქო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იყო არსებული ეროვნული გეგმის სტატუსი, კრიზისების დროს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სფეროში სამომავლო ვარჯიშების დაგეგმვის საკითხები და მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან.

  • 1-3 ივლისს სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ,,CIMIC-2015’’ სწავლებაში.  

აღნიშნული სამაგიდო ვარჯიშების მიზანია, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად, უწყებათა მაღალი რანგის წარმომადგენლების ტრენინგში მონაწილეობა.

 

✔​ სამომავლო გეგმები

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
  • საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის ორგანიზება. საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო დახმარებების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება და გაგზავნა;
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
  • საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის ორგანიზება. საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო დახმარებების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება და გაგზავნა.

 

შესრულებული სამუშაოები:

  • სააგენტოს თანამშრომლების ქბრბ მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა.

სწავლებების მიზანი ბიოლოგიური ინციდენტის დროს, საქართველოს ,,ქბრბ“ ინციდენტებზე ეროვნული რეაგირების გუნდის გადამზადება და აღჭურვაა.  

 

მიმდინარე სამუშაოები:

  • გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის თანამშრომლებთან ერთად სამმართველოს თანამშრომლები ჩართულნი არიან ეკოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნასთან და სწრაფი ეკოლოგიური შეფასების ინსტრუმენტთან (FEAT) დაკავშირებულ  სამდღიან (24-26 ნოემბერი) ტრენინგში.

 

განსახორციელებელი ღონისძიებები:

  • აშშ-ს სამხედრო სარდლობის ევროპაში (EUCOM) ხელშეწყობით ჩატარდება CMEP TTX სამაგიდო სწავლება უწყებათაორისი კოორდინაციის შესახებ, რასაც წინ უსწრებს 3 დამაგეგმარებელი კონფერენცია საქართველოში;
  • სააგენტოს თანამშრომლების მომზადება ოპერატიული მართვის სასწავლო კურსებზე (DEMA საშტაბო კოლეჯში,  Snekkersten, Denmark) შემდეგ თემებზე: „კატასტროფების პრევენციისა და მიტიგაციის სფეროში საერთაშორისო მონაწილეების ფუნქციები“;  „ადრეული გაფრთხილება“; „OSOCC-ის დაფუძნება და ფუნქციები“; „მხარდამჭერი გუნდის გაშლის პროცედურები“; „რისკების შეფასება“ და „საველე ღონისძიებები“;
  • სააგენტოს თანამშრომლების მომზადება პროგრესული წვრთნების კურსებზე, რომელიც ჩატარდება ფინეთში, თემებზე: „საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება“; „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა.“