მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს


13/01/2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლოჭინის ხეობაში, მდინარე მტკვრის მოულოდნელი ადიდების შედეგად, წყალში წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდა მონადირე, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება. 
მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.