მაშველებმა 5 ადამიანი ადიდებული რიონიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს


10/01/2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ ცენტრში შემოვიდა შეტყობინება, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 5 მოქალაქე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ურთულესი ვითარების მიუხედავად, წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, მაშველებმა ღონისძიება წარმატებით განახორციელეს და განსაცდელში მყოფი ოთხი მამაკაცი და ერთი ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.