საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მოსახლეობას მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ


10/01/2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, 400-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. ყველა მათგანზე მყისიერი რეაგირება მოხდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, შიდა ქართლის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორცილებდნენ. 
ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა თბილისში, რუსთავში, ხაშურში, სურამში, თელავსა და გურჯაანში.
მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს გვიან ღამით, დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე ჩარჩენილ მოქალაქეებსაც. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.