შეხვედრა წითელი ჯვრის საზოგადოებასთან


19/12/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

 

ღონისძიების მიზანი იყო წითელი ჯვრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობა, სამომავლო გეგმების დასახვა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.

 

სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ სიტყვით გამოსვლისას კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან აქტიურად თანამშრომლობს. წითელი ჯვრის საზოგადოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით მოხალისე ჰყავს, რომლებსაც სააგენტოში პერიოდულად უტარდებათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებები.

 

შეხვედრას, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს 16 მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.