შსს-ს თანამშრომლები მდ. რიონში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ


09/12/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გუმათჰესი–2–ის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, მდინარე რიონში დაბინძურებული წყლის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. ხანძრის შედეგად, ზეთის ტრანსფორმატორიდან დაღვრილი საწვავი მდინარე რიონს შეერია, რამაც მისი დაბინძურება გამოიწვია. ხანძრის ლიკვიდირების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოების ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების ჯგუფებმა, ნახანძრალი ტერიტორიიდან რიონჰესის კაშხლამდე, წყლის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყეს. აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.