მეხანძრე-მაშველებს ტყის ხანძრების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ


04/12/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე–მაშველებისთვის ტყის ხანძრების საკითხებზე გამართული სწავლება დასრულდა. ტრენინგი საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის პროგრამის შესაბამისად გაიმართა. სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 26-მა მეხანძრე-მაშველმა გაიარა. სწავლებას კვალიფიციური ფრანგი ექსპერტები - გარის დეპარტამენტის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსი ბრუნო ლე ბრასი და ამავე უწყების ლოჯისტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ვენსან პერო უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებები და გადამზადების კურსები მომავალშიც ჩატარდება.