PPRD east 2-ის პროგრამის მე-2 ფაზის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა


01/12/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ სასტუმრო „ასტორიაში“ PPRD east 2-ის პროგრამის მე-2 ფაზის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა  მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

შეხვედრაზე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. 

საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამოქალაქო უსაფრთხოების პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა: წყალდიდობის რისკის მართვა, კატასტროფის რისკის შეფასება, კატასტროფის დროს დანაკარგების შესახებ მონაცემების ანალიზი, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ევროპის სივრცითი ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შესახებ (INSPIRE) დირექტივის შესწავლა-დანერგვა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობის ხელშეწყობა და  კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც დასახეს.

კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამაში (PPRD east 2) საქართველო, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად,  7 წელია აქტიურად არის ჩართული. მისი მიზანია საქართველოს სამოქალაქო დაცვის მექანიზმების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.