შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა მორიგი სიმულაციური სწავლება ჩაატარეს


30/11/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა  გარდაბანში,  აირტურბინული ელექტროსადგურის „ჯი-ფაუერის“ თანამშრომლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.

სწავლების მიზანი იყო კომპანიაში დასაქმებული პირების მომზადება საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი და ეფექტური  რეაგირებისთვის.

ღონისძიება წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით ჩატარდა.  განხორციელდა შენობიდან  ხალხის ევაკუაცია,  იმიტირებული ხანძრის ქრობა და სხვა აქტივობები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მსგავსი ტიპის სწავლებებს ინტენსიურად მართავს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.