შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ტყის ხანძრების თემაზე სწავლება უტარდებათ


28/11/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ტყის ხანძრების თემაზე სწავლება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველები, ხუთი დღის განმავლობაში, ტყის ხანძრებზე რეაგირებისა და მათი პრევენციის საკითხებზე სპეციალურ მომზადებას გაივლიან.

სწავლების მონაწილეები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფიდან,  მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ.

ტრენინგს კვალიფიციური ფრანგი ექსპერტები: გარის დეპარტამენტის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსი ბრუნო ლე ბრასი და ამავე უწყების ლოგისტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ვენსან პერო უძღვებიან.

ღონისძიება საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის პროგრამის შესაბამისად ტარდება.