შეხვედრა იაპონიის საელჩოს მეორე მდივანთან


22/11/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ იაპონიის საელჩოს მეორე მდივანს, ჰიროიუკი ტანის უმასპინძლა.

მხარეებმა იაპონიის მთავრობისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებში, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო მანქანა გადმოეცემა.

შეხვედრაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებულ სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებიც განიხილეს, რომლებშიც საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობენ.

ნიკოლოზ სირაძემ და ჰიროიუკი ტანიმ, ასევე, განიხილეს იაპონიის საელჩოსა და სააგენტოს შორის კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს იაპონიის მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაციისას დახმარების აღმოჩენის საკითხები.