შსს–ს მეხანძრე–მაშველებს ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ


18/11/2017

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს თბილისის 162-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ესტუმრნენ. ბავშვებმა სააგენტოს სახანძრო ავტომანქანები, ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მეხანძრე–მაშველების საქმიანობას გაეცნენ. პატარებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროს.
სტუმრებმა შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ლექსები წაუკითხეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.