სოფელ დარბაზის მიმდებარედ მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია


06/11/2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს 60–მდე მეხანძრე-მაშველი, რომელთა ოპერატიული რეაგირების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა. დაიწვა მხოლოდ ხმელი ფოთოლი და ბალახი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ამ დროისათვის, მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან.