მოსწავლეების ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში


06/11/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, პროექტის – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, 11-25 ოქტომბერს, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მოზარდებმა სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო და რეგიონების დანაყოფების შენობები დაათვალიერეს და მეხანძრე-მაშველების საქმიანობას გაეცნენ. სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენებები მოეწყო. მოსწავლეებს თეორიული სწავლებებიც ჩაუტარდათ. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.