ართანასა და გომბორში ხანძარი ლიკვიდირებულია


06/11/2017

თელავის რაიონის სოფელ ართანაში და საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრები ლიკვიდირებულია. 
შსს-ს მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული რეაგირების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა. დაიწვა მხოლოდ ხმელი ფოთოლი და ბალახი.
ამ დროისათვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე მონიტორინგის სამუშაოებს ატარებენ.