საერთაშორისო სამაგიდო-სამეთაურო სწავლება


27/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებმა საერთაშორისო სამაგიდო-სამეთაურო ქვერეგიონულ სწავლება  „ტერორისტული აქტის შედეგად გამოწვეული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული საფრთხეები და მათზე ერთობლივი რეაგირება“– ში მიიღეს მონაწილეობა.

სწავლება პროექტ N44-ის ფარგლებში, დაბა წყნეთში გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების დროს უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება. 

სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და  სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები.

სამაგიდო-სამეთაურო სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართულნი იყვნენ პროექტ N44-ის  კონსორციუმის წარმომადგენლები. სწავლების მონაწილეებს და ექსპერტებს, ღონისძიების დასრულების შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელებისგან სერტიფიკატები გადაეცათ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამეთაურო სწავლების პრაქტიკულ ნაწილს სომხეთში გაივლიან, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.