სავალე სწავლება ბოსნია-ჰერცოგოვინაში


20/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელებმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ქალაქ ტუზლაში, მონაწილეობა მიიღეს შედეგების მართვის საველე სწავლებაში - „BOSNA I HERCEGOVINA 2017“. სწავლებაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ერთმა ნაწილმა ქბრბ კატასტროფების შედეგებზე რეაგირებისა და ურბანულ საძიებო- სამაშველო მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა, ხოლო მეორე ნაწილმა – ღონისძიებაში მონაწილეობა დამკვირვებლისა და მეკავშირე ოფიცრის სტატუსით მიიღო. ტრენინგის მიზანი იყო ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა, საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული რეაგირების უნარების გამოვლენა და ქვეყნებს შორის სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება. საველე სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.