საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გაეროს დელეგაცია ეწვია


20/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს მარსელ ვესენს და ამავე ოფისის ეროვნულ მრჩეველს სომხეთში, საქართველოსა და თურქმენეთში - აშოტ სარქისიანს შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფში საქართველოს გაწევრიანების და საგანგებო სიტუაციების დროს, საჭიროებების შეფასების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩართულობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.