შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ნატოს დელეგაცია ეწვია


19/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე ნატოს სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კომიტეტის წარმომადგენელს, სტეფანო სანტამატოსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს - კრისტიან კოკვიკსა და თორსთენ დერიკს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, განხორციელებულ და მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე 15-16 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილი სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კომიტეტის დირექტორატის სხდომის შესახებაც ისაუბრეს, რომელსაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე დაესწრება. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნება ნატო-სა და ნატოს პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის საკითხები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ასევე, ახალი ტექნოლოგიები კატარსტროფების რისკების შემცირების მიზნით და სხვა მნიშვნელოვანი თემები.