სააგენტოს დირექტორი ავსტრიის პოლიციის ატაშეს შეხვდა


17/10/2017

საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ავსტრიის შსს-ს პოლიციის ატაშე კარლ ჰაინც გორტანო ეწვია. სტუმარს სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე შეხვდა.

მხარეები სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ და  სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელსაც უახლოეს მომავალში მოწერება ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარებასა და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობას მოიცავს. ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის  კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.