შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტუდენტები ეწვივნ


09/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებმა ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სტუდენტები სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოსაც ესტუმრნენ. მეხანძრე-მაშველებმა მათ, კონკრეტული მაგალითის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის დროს უმოკლეს დროში რეაგირების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე, დაათვალიერეს შსს-ს სახანძრო-სამაშველო მუზეუმი. ვიზიტის მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.