შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უხვი ნალექის გამო 23 შეტყობინება შევიდა


28/09/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან, უხვი ნალექის გამო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 23 შეტყობინება შემოვიდა. უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე შსს-ს მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ოზურგეთში, ურეკში, ქობულეთსა და ფოთში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა. შსს–ს მაშველები წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მზადაა, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ყველა შემოსულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.