ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება


26/09/2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. შსს–ს 550-მდე თანამშრომელი, მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და ალტერნეტიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს დროში დასრულების მიზნით, დილიდან მუშაობა განაახლა საქართველოსა და თურქეთის 2-მა ვერტმფრენმა. ავიაცია ნახანძრალ ტერიტორიაზე სამუშაოებს კონტროლის მიზნით ახორციელებს.