დაბა წაღვერში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერთმფრენიც მონაწილეობს


25/09/2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღეს, დილით, ადგილზე არსებული ვითარების დეტალურად დათვალიერება-შესწავლის მიზნით, შტაბის წევრებმა მორიგი შემოფრენა განახორციელეს. ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება და კიდევ უფრო შემცირებულია დაკვამლიანების დონე. 
ცეცხლის დროული ლიკვიდირების მიზნით, შსს-ს 550-მდე თანამშრომელი და უშუალოდ ხანძრის კერებთან შეყვანილი ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დილიდან, ფრენა განაახლა 4-მა ერთეულმა საჰაერო ტექნიკამაც. ცოცხალ ძალასთან ერთად, ხანძრის კერებზე წყლის დასხმას საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი ახორციელებს.