გდდ-ს იტალიის კარაბინიერთა კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ


27/06/2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ტულიო დელ სეტე დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, იალღუჯაზე, შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა.

საჩვენებელ წვრთნაში მონაწილეობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.