შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველმა საფრანგეთში სწავლებაში მონაწილეობა მიიღო


22/06/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველმა ვარაზ წოწონავამ,  საფრანგეთის ქალაქ მიოში გამართულ სწავლებაში - „საწყლოსნო მომზადება გასაჭირში მყოფი პირებისთვის დახმარების გაწევის მიზნით“ მონაწილეობა მიიღო.

ტრენინგი  თეორიულ და პრაქტიკულ ვარჯიშებს მოიცავდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სწავლებაში მონაწილე ქართველმა მაშველმა  სიმულაციური გამოცდა წარმატებით ჩააბარა. 

ტრენინგის ორგანიზატორი იყო საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალდუკი და საფრანგეთის ქალაქ ვალაბრის სამოქალაქო უსაფრთხოების უმაღლესი სკოლა.