შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამაგიდო სწავლება „მოლდექს 2017“-სთვის მზადება დაიწყო


30/03/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში სამაგიდო სწავლების ელექტრონული სიმულაციური ვარჯიში ჩატარდა.  ღონისძიება PPRD აღმოსავლეთ-2-ის ფარგლებში განსახორციელებელი სწავლების „მოლდექს 2017“-ის პირველი ეტაპია, რომელიც  რეაგირების ჯგუფების შეკრებას, მომზადებას, სამუშაო გეგმის დასახვას და დასახმარებლად გაგზავნას ითვალისწინებს.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მაშველები.

სამაგიდო-სამეთაურო სწავლება მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, მოლდოვაში ჩატარდება.  საქართველოდან მასში მონაწილეობას მიიღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25 მაშველი, რომლებიც  სიმულაციურ წვრთნის დროს    მიწისძვრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებენ.