შსს-ს მაშველებმა მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩაატარეს


24/12/2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებთან ერთად, მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველების გარდა, სააგენტოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

სწავლებაზე იმიტირებული ხანძრის ჩაქრობისა და თვითმფრინავის კაბინაში გამნაღმველების მუშაობის პროცესი წარმოადგინეს.

სიმულაციური სწავლება მიზნად ისახავდა ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც რეალურ საგანგებო სიტუაციებში კატასტროფების რისკებს შეამცირებს.