სააგენტოს 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ


24/11/2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს და თბილისის ბაზას, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, 147-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.
პროექტის მიზანი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა. 
მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო დაათვალიერეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა და ისტორია დეტალურად გააცნეს. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს.